ჟოაო ფელიქსს Golden Boy-ის პრიზი გადასცეს
ჟოაო ფელიქსს Golden Boy-ის პრიზი გადასცეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველს ჟოაო ფელიქსს ევროპის 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი გადაეცა.

იტალიური გამოცემა Tuttosport ყოველ წელს გადასცემს Golden Boy-ის ჯილდოს 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს.

ხმის მიცემის შედეგები ნოემბერის ბოლოს გამოცხადდა, თავად დაჯილდოების ცერემონია კი ორშაბათს გაიმართა.

საუკეთესო ხუთელი ასე გამოიყურება:

1. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – 332 ქულა

2. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 175

3. კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) – 75

4. ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი) – 74

5. მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი) – 71.

„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა საუკეთესო გახდა 21-წლამდელ იტალიელ ფეხბურთელებს შორის.