ბელინგემმა Golden Boy-ის მომავალ გამარჯვებულებში თავისი ძმა დაასახელა #1TVSPORT

07:04, 06.12.2023

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, რომელმაც ორშაბათს ტურინში გამართულ ცერემონიაზე Golden Boy-ის პრიზი მიიღო, ამ პრემიის მომავალი ლაურეატები დაასახელა.

„სამ ახალგაზრდას დავასახელებ. პირველი – არდა გიულერი. ის ფენომენია, ჩვენ ვხედავთ, როგორ ვარჯიშობს და ყველანი აღფრთოვანებულნი ვართ მისით;

შემდეგ ჩემი ყოფილი თანაგუნდელი ჯეიმი ბაინო-გიტენსი „დორტმუნდიდან“;

დაბოლოს, ჩემი ძმა ჯობ ბელინგემი – სუფთა ფორვარდი, როგორიც ჩვენი მამა იყო“, – განაცხადა ბელინგემმა.

Golden Boy-ის პრიზი ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

მსგავსი