ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები განცხადებას ავრცელებენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გუგუტინთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია. ყველა ამგვარი მავთულხლართები, ახლად აღმართული სტრუქტურები აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას, ურთულებს მათ ბაღებისადმი წვდომას და ემუქრება სარწყავი სისტემისადმი წვდომას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი არის ძალისხმევის გაგრძელების ნაწილი ამ და სხვა მოვლენებზე რეაგირებისათვის 29 აგვისტოს ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ყველა შესაბამის მხარესთან კონტაქტს, რათა მათი ყურადღება მიაპყრონ ამ და სხვა საკითხებისადმი და მოუწოდონ მათ კომუნიკაციის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ მიმდინარე და სხვა პრობლემების გადასაჭრელად.