ერიკ ჰოგი - ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას
ერიკ ჰოგი - ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად გუგუტიანთკარში ჩავიდა. ამის შესახებ ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად მე შევუერთდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც პატრულირებდა ამ დილით გუგუტიანთკართან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე „ბორდერიზაციის“ დასაკვირვებლად. ახალი მავთულხლართები კიდევ უფრო ჰყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს, ასევე განვიხილავთ ხვალ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფარგლბეში“, – წერს ერიკ ჰოგი.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე ტოივო კლაარიც ავრცელებს.

„მადლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდსა და მისიის ხელმძღვანელს ერიკს ჰოგს გუგუტიანთკაში გაცნობითი ვიზიტისთვის. მავთულხლართები ყოფს მოსახლეობას და ქმნის სირთულეებს. „ბორდერიზაციის“ მიღება შეუძლებელია“, – წერს ტოივო კლაარი.