ჟან ტოდტი - შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება, ჩვენ ერთად ვუყურებთ „ფორმულა 1“-ს
ჟან ტოდტი - შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება, ჩვენ ერთად ვუყურებთ „ფორმულა 1“-ს

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა „ფორმულა 1“-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებს მოუყვა.

„მსგავს განცხადებებში ყოველთვის ფრთხილი ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შუმახერის მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა. ჩვენ ერთად ვუყურებთ შვეიცარიაში, მის სახლში „ფორმულა 1“-ს. მიხაელი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს. ის საიმედო ხელშია და მასზე ძალიან კარგად ზრუნავენ. ცხადია, რომ ჩვენი მეგობრობა ვერ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო, რადგან დღეისთვის ერთმანეთში კავშირი არ გვაქვს, მაგრამ მიხაელი თავის ოჯახთან ერთად ბრძოლას აგრძელებს“, – მოჰყავს ტოდტის სიტყვები „რადიო მონტეკარლოს“ (Radio Montecarlo).

ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის ქალის უმძიმესი ტრავმა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.