დინარა საფინა იხსენებს დროს, როცა პირველი ჩოგანი გახდა
დინარა საფინა იხსენებს დროს, როცა პირველი ჩოგანი გახდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი დინარა საფინა იხსენებს პერიოდს, როცა კარიერის განმავლობაში პირველად გახდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგანი. იგი ქალებში წყვილთა თანრიგში ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი, ერთეულთა თანრიგში „ დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ფინალისტი და 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.

„ცოტა იმედგაცრუებული ვარ ჩოგბურთით.მე, როდესაც პირველი ჩოგანი გავხდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა. ასე არ მოხდა და მივხვდი, რომ მე საერთოდ სხვა რამეზე ვოცნებობდი“, -ციტირებს საფინას The Guardian. – ემოციებს და ზეწოლას ვერ გავუძელი. ველოდებოდი,რომ მდგომარეობა უფრო მხიარული იქნებოდა, ჩემი წარმატება ყველას გაუხარდებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ყველას შენი დამარცხება სურს, ჟურნალისტები კი სულ იმას გეკითხებიან, თუ როდის შეძლებ „დიდი სლემის“ ტურნირის მოგებას. ეს მე მაღიზიანებდა. ამ ყველაფერთან ერთად, ზურგში საშინელი ტკივილები მქონდა.ახლა ყველაფერს ფილოსოფიურად ვუყურებ და ვცდილობ წარსულის დრამატიზირება არ მოვახდინო“, – დაასრულა ყოფილმა პირველმა ჩოგანმა.