საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძეა
საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძეა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით ითამაშა ITF-ის (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ესპანური ტურნირების სერიაში (ორი ნახევარფინალი), რამაც საშუალება მისცა მას, 17 საფეხურით მაღლა ასულიყო WTA-ის რეიტინგში და ქალთა შორის საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გამხდარიყო.
25 წლის გორგოძემ 127 ქულა დააგროვა და ახლა, 342-ე ადგილზეა კლასიფიკაციაში. ამით მან გაუსწრო სოფიო შაფათავას, რომელიც მრავალი წელი ლიდერი იყო საქართველოში ქალ ჩოგბურთელებს შორის. შაფათავას ამჟამინდელი პოზიცია რეიტინგში არის – 345-ე ადგილი 125 ქულით.
შეგახსენებთ, რომ კაცებს შორის საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილია. ის 59-ე ადგილზე იმყოფება ATP-ის კლასიფიკაციაში.