საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი ყარაგანდის ”შახტიორთან” გამართა.
თბილისელებს გატანა შეხვედრის საწყის წუთებზე შეეძლოთ, მაგრამ ლევან ხარაბაძემ, ბუდუ ზივზივაძემ და აკაკი შულაიამ შანსებით ვერ ისარგებლეს.
მეორე ტაიმში ”დინამოში” გასინჯვაზე მყოფი უკრაინელი ფორვარდი მაქსიმ მარუსიჩი გამოჩნდა – 24 წლის თავდამსხმელი ლვოვის ”კარპატის” ყოფილი მოთამაშეა, გასული სეზონი ლიტვურ ”იონავაში” გაატარა და გუნდის ბომბარდირი იყო.
მარუსიჩმა თავი აქტიურობით გამოიჩინა. მას, კიტეიშვილსა და შულაიას ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობები ჰქონდათ, თუმცა სიზუსტე დააკლდათ, რამდენიმე ეპიზოდში კი ყაზახები მეკარემ გადაარჩინა და მატჩი უგოლოდ დასრულდა 0:0.
”დინამო” – ”შახტიორი” 0:0
დინამო: ბულისკერია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ქარდავა (კუცია 46), ივანისენია (ნინუა 83), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 83), ზივზივაძე (მარუსიჩი 46)
თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრას დინამოელები 25 თებერვალს, ყაზახეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან ”ორდაბასთან” გამართავენ.