დიასამიძე შემადგენლობაში დაბრუნდა - „შახტიორი“ დამარცხდა
დიასამიძე შემადგენლობაში დაბრუნდა - „შახტიორი“ დამარცხდა

ბელარუსის ჩემპიონატში მეხუთე ტურის შეხვედრა გამართა სოლიგორსკის „შახტიორმა“, სადაც ორი ქართველი თამაშობს. გუნდმა „სლუცკის“ უმასპინძლა და დამარცხდა.

სოლიგორსკელებმა ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ პირველივე ტაიმში ორი ბურთი გაუშვეს. მეორე ნახევარში „სლუცკს“ მოთამაშე გაუგდეს, თუმცა მასპინძლებმა ამით მხოლოდ ერთხელ ისარგებლეს, 89-ე წუთზე სხვაობის შეამცირეს და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდნენ.

სოლიგორსკის „შახტიორის“ ძირითად შემადგენლობაში გეგა დიასამიძე დაბრუნდა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. არ უთამაშია ლაშა შინდაგორიძეს, რისი მიზეზიც ტრავმაა.

ხუთი ტურის შემდეგ სოლიგორსკის „შახტიორს“ მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო „სლუცკიმ“ ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერი გახდა.