ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და გოლი ისევ გაიტანა

00:10, 20.08.2019

ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და თავი ისევ გამოიჩინა.

სოლიგორსკის „შახტიორში“ ახლახანს გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად გუნდის ფორმა „სლუცკთან“ გასვლით შეხვედრაში მოირგო. 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 77-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5 „შახტიორის“ სასარგებლოდ.

შინდაგორიძის შედეგიანობა გუნდის სელექციონერებისთვის საუკეთესო შეფასებად გამოდგება. ქართველმა თავდამსხმელმა გუნდში ჯერ მხოლოდ ტაიმზე ოდნავ მეტი ითამაშა, მაგრამ ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა”, – წერს გამოცემა „პარტიზან ბელარუსი“.

აღსანიშნავია, რომ შინდაგორიძის ახალი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ბელარუსის ნაკრებში ხუთი მოთამაშე გამოიძახეს, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი 2020 წელს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდება.

მსგავსი