დიასამიძე ბელარუსში ითამაშებს (ვიდეო)
დიასამიძე ბელარუსში ითამაშებს (ვიდეო)
ინტერს გისა და ოგნიენ როლოვიჩის შემდეგ, „საბურთალო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა – გეგა დიასამიძე მომავალ სეზონს ბელარუსში ითამაშებს.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი სოლიგორსკის„შახტიორში“ ჩაირიცხა, რომელმაც დასრულებულ სეზონში ბელარუსის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
დიასამიძე „საბურთალოში“ 2018 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ მიიწვიეს და კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელის ტიტული მოიპოვა. ქართველმა 27 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2012 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება.
დიასამიძე „საბურთალოს“ მეორე მოთამაშეა, რომელიც სოლიგორსკის გუნდში მიიწვიეს. ზაფხულში „შახტიორის“ ფორმა ლაშა შინდაგორიძემ მოირგო.