„დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა უნგრეთის „ფერენცვაროშთან“ მატჩით დაასრულა #1TVSPORT
წყალბურთის კლუბმა „თბილისის დინამომ“ 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა უნგრეთში დაასრულა. ბოლო მატჩში დინამოელთა მეტოქე მასპინძელი „ფერენცვაროში“ იყო, რომელიც მოქმედი ჩემპიონი შეჯიბრების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
მიუხედავად ქართველთა ღირსეული წინააღმდეგობისა, უნგრელებმა 15:11 გაიმარჯვეს.
„ფერენცვაროშმა“ პირველივე მეოთხედში მოახერხა დაწინაურება (5:3), მეორეშიც ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე უკვე 9:5-ს იგებდა. მეორე ტაიმში „დინამომ“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეჯიბრების დაწყების დღიდან ბოლომდე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
„ტელეკომის“ კარში თუნდაც 11 გოლის გატანა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ქართველთაგან თავი გამოიჩინეს: ბითაძემ (2 გოლი), სარიჩმა (2), მაგრაქველიძემ (2), ვაპენსკიმ (2), მესხმა (1), ელაჩამ (1), დადვანმა (1).