„დინამომ“ სოლიგორსკის „შახტიორს” ვერ მოუგო
„დინამომ“ სოლიგორსკის „შახტიორს” ვერ მოუგო

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებას აგრძელებს. დღეს კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა მეორე ამხანაგური მატჩი ბელორუსის ჩემპიონატის მესამეადგილოსან სოლიგორსკის ”შახტიორთან” ფრედ დაასრულეს.

მე-4 წუთზე ტომისლავ კიშმა დინამოელთა კარი აიღო 0:1. სახიფათო გამოდგა ოთარ კიტეიშვილის საჯარიმო დარტყმა. თამაში „დინამოს“ ფეხბურთელებმა აკაკი შულაიამ და ბუდუ ზივზივაძემაც გაამწვავეს, მაგრამ შესვენებამდე შედეგი აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში „დინამომ“ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 50-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

თბილისელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1. მომდევნო ამხანაგურ მატჩს თბილისელები ყარაგანდისშახტიორთან” 22 თებერვალს გამართავენ.

”დინამო” 1:1 ”შახტიორი”.

გოლი: 0:1 კიში (4), 1:1 ზივზივაძე (50)

”დინამო”: ბულისეკრია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ივანიშენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი, შულაია, ზივზივაძე

”შახტიორი”: კლიმოვიჩი, ბურკო, შიმუნოვიჩი, რიბაკი, კოვალევი, სზოკე, სელიავა, კოზლოვი, კიშ, ლაპტევი, ებონგი.