„დინამო თბილისმა“ ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშება მოგებით დაიწყო #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშება მოგებით დაიწყო #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ფუტსალის ლიგაში სადებიუტო სეზონი გამარჯვებით დაიწყო — გუნდი ფუტსალის ლიგა 3-ში თამაშობს, რომელიც წელს პირველად იმართება.

სადებიუტო გათამაშების პირველი მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ჩემპიონატის სტარტი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა — 4 მატჩში სულ 44 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 11 გოლი.

„დინამო თბილისი“ პირველ ტურში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) დაუპირისპირდა და 6:4 გაიმარჯვა. ლიგაში ეროვნული ლიგის ბაზაზე ჩამოყალიბებული კიდევ ერთი გუნდი, „რუსთავი“ თამაშობს, რომელმაც პირველი ტურის დასკვნით მატჩში „სელერო“ 10:5 დაამარცხა.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს დაიწყება, 11 და 12 დეკემბერს კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდება.

ფუტსალის ლიგა 3. I ტური

ქუთაისი — ჯიპა 8:2

UG 2 — სასკოლო ლიგის აკადემია 9:0

დინამო თბილისი — სეუ 6:4

რუსთავი — სელერო 10:5