ფუტსალის ლიგა - ნახევარფინალში ფავორიტები გავიდნენ #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - ნახევარფინალში ფავორიტები გავიდნენ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის თასის 1/4-ფინალურმა მატჩებმა 4 ნახევარფინალისტი გამოავლინა. ორივე ქვედალიგელი – „სეუ“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ გათამაშებას გამოეთიშა, ნახევარფინალში კი ფავორიტები გავიდნენ.

ილიაუნისა“ და „არმიის“ მატჩში გიორგი ქურხულმა გუნდი მე-5 წუთზე დააწინაურა. სტუდენტებმა მეორე ტაიმში არმიელებზე ზეწოლა გააძლიერეს და 22-ე წუთზე ლაშა ფოფხაძემ წონასწორობა აღადგინა. ოთხ წუთში ბაკურ ნანეიშვილმა „არმია“ დააწინაურა, თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე კი გიორგი სილაგავამ არმიელების უპირატესობა გაზარდა. რომან კუხიანიძემ ერთი ბურთი გაქვითა, „არმიამ“ 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ფუტსალის თასის მოქმედი გამარჯვებული „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ნახევარფინალში დამაჯერებლად გავიდა. ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა „სეუ“ დიდი ანგარიშით (9:1) დაამარცხეს. ვახტანგ ჯვარაშვილმა ჰეთთრიქი შეასრულა, დავით ხეჩიკაშვილმა და შოხრუნ მახმადამინოვმა დუბლი მიითვალეს, თითო გოლი კი ირაკლი თოდუამ და შოთა თოფურიამ გაიტანეს. „სეუ“-დან პრესტიჟის გოლი ნიკა სიდამონიძის ანგარიშზეა.

კსუ“-სა და „პსპ“-ს დერბი ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა, მატჩი დრამატული გამოდგა – ძირთადი დრო 2:2 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არც დამატებითი ტაიმები აღმოჩნდა. პენალტების სერია უკეთ „პსპ“-მ შეასრულა, 2:4 მოიგო და ნახევარფინალში „არმიას“ შეხვდება.

სტუდენტურ დერბიში „თსუ“-მ „საქართველოს უნივერსიტეტს“ დიდი ანგარიშით, 8:1 მოუგო. გიორგი ჩიმაკაძემ ჰეთთრიქი შეასრულა, ნოდარ ქურცაძემ კი – დუბლი. 1-1 გოლი ზურაბ ლუკავამ, ლაშა ერქომაიშვილმა და ჯანიკო გიორგაიამ გაიტანეს. სეუ-დან ერთადერთი გოლის ავტორი საბა გოგოლაძეა. „თსუ“ ნახევარფინალში თასის მოქმედ გამარჯვებულს, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსსდაუპირისპირდება.