დიმიტრი პესკოვი – საიდუმლო არ არის, რომ შეშფოთებას იწვევს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია რუსეთის საზღვრებისკენ

15:54, 18.12.2019
MOSCOW, RUSSIA – AUGUST 24, 2018: Russian President Vladimir Putin’s spokesman Dmitry Peskov before a meeting with Turkey’s Foreign Minister Mevlut Cavusoglu at the Moscow Kremlin. Mikhail Metzel/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Ïðåññ-ñåêðåòàðü ïðåçèäåíòà ÐÔ Äìèòðèé Ïåñêîâ ïåðåä íà÷àëîì âñòðå÷è ïðåçèäåíòà ÐÔ Â.Ïóòèíà ñ ãëàâîé ÌÈÄ Òóðöèè Ì.×àâóøîãëó â Êðåìëå. Ìèõàèë Ìåòöåëü/ÒÀÑÑ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია რუსეთის საზღვრებისკენ. დიმიტრი პესკოვმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებას, ნატო-ს მიერ ფართომასშტაბური კონფლიქტისთვის შესაძლო მზადების შესახებ, ერთადერთი სწორი მოსაზრება უწოდა. მისი თქმით, ეს პროფესიონალის დასაბუთებული მოსაზრებაა.

„მოცემულ შემთხვევაში, საუბარია პროფესიონალის მოსაზრებაზე, რომელიც ეყრდნობა ანალიზს, რომელსაც ჩვენი სამხედროებო ნატო-ს მიერ ჩატარებული მანევრების პროცესში ატარებენ. მოცემულ შემთხვევაში, პროფესიონალების მოსაზრება შეიძლება იყოს ერთადერთი სწორი მოსაზრება“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამხედრო თვალსაზრისით მიმდინარე მოვლენებს ვერ შეაფასებს.

„ის, რომ ჩვენი საზღვრებისკენ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსიის გაგრძელება შეშფოთებას იწვევს, საიდუმლო არ არის, ეს კარგად ცნობილია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უცხოელი სამხედრო ატაშეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მიუთითებს ალიანსის მზადებაზე ფართომასშტაბური კონფლიქტისთვის.

მსგავსი