დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ არ გადაიხდიან, არ იქნება გაზი
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ არ გადაიხდიან, არ იქნება გაზი

რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ მიწოდებას, არ იქნება გადახდა, არ იქნება გაზი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა კრემლის წარმომადგენელს ჰკითხა, შეუწყვეტს თუ არა რუსეთი გაზის მიწოდებას ევროპას, თუკი ეს ქვეყნები გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს იტყვიან.

„მე არ ვიცი, რა მოხდება, როდესაც ისინი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვიან. როგორც კი საბოლოოდ გადაწყვეტილება გვეცოდინება, ჩვენ შევისწავლით, რისი გაკეთება შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არ ვაპირებთ ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ გაგზავნას“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უარი განაცხადეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ.