მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ დიეგო კოშტას კანონთან პრობლემები აქვს.
31 წლის ფეხბურთელს ბრალად ედება გადასახადების დამალვა. თავდამსხმელს ედავებიან 1.37 მილიონ ევროს, რომელიც მან საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიიღო. დიეგო კოშტამ კანონი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია, მაგრამ საქმის განხილვა მხოლოდ ახლა გაიმართება.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის პროკურატურამ ფეხბურთელისთვის ექვსთვიანი პატიმრობა და 500 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა მოითხოვა. სასამართლო 4 ივნისს ჩატარდება.
დიეგო კოშტა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია, რომლის რიგებში 2018 წლიდან თამაშობს.