სუარესმა „ატლეტიკოში“ დებიუტი დუბლით აღნიშნა (ვიდეო)
სუარესმა „ატლეტიკოში“ დებიუტი დუბლით აღნიშნა (ვიდეო)

ლა ლიგამ მესამე ტურში „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურა „გრანადა“, რომელმაც ხუთშაბათს, ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივს“ 2:0 მოუგო.

პირველ ტაიმში მადრიდელებმა დიეგო კოშტას გოლი იკმარეს. სხვათა შორის, მე-16 წუთზე საულ ნიგესმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში კორეამ და ჟოაო ფელიქსმა 3:0 გახადეს ანგარიში. 71-ე წუთზე მინდორზე „ბარსელონადან“ გაშვებული ლუის სუარესი შევიდა და ერთ წუთში საგოლე პასი შეასრულა – გოლი ლორენტემ გაიტანა.

85-ე წუთზე უკვე ლორენტემ გაატანინა სუარესს სადებიუტო გოლი „ატლეტიკოს“ შეადგენლობაში. 93-ე წუთზე კი ურუგვაელმა დუბლი შეასრულა. სუარესის გოლებს შორის გრანადელმა მოლინამ გამოიჩინა თავი.