დიეგო კოშტა „ატლეტიკოდან“ წავიდა
დიეგო კოშტა „ატლეტიკოდან“ წავიდა

ფორვარდმა დიეგო კოშტამ მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა. ფეხბურთელმა და კლუბმა ორმხრივი შეთანხმების თანახმად გაწყვიტეს მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდე იყო ძალაში.

მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ კოშტამ კლუბს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა პირადი მიზეზების გამო სთხოვა.

ადრე ესპანური გაზეთი AS წერდა, რომ 32 წლის ფორვარდმა, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს. კოშტას ნაცვლად კი „ატლეტიკო“ აპირებს „ნაპოლიდან“ 29ს აყვანას.

დიეგო კოშტამ „ატლეტიკოს“ რიგებში 215 მატჩი ჩაატარა, 83 გოლი გაიტანა და 36 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.