„ატლეტიკო მინეირომ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ფორვარდ დიეგო კოშტასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
ხელშეკრულების პირობები არ გაჟღერებულა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ 32 წლის თავდამსხმელმა ბრაზილიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2.6 მილიონ ევროს მიიღებს.
დიეგო კოშტას თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის დეკემბერში მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა. გასულ სეზონში ესპანეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორი გოლი გაიტანა.