დიდი შვიდეულის მინისტერიალის ფარგლებში, ენტონი ბლინკენსა და ჰაიკო მაასს შორის შეხვედრა გაიმართა
დიდი შვიდეულის მინისტერიალის ფარგლებში, ენტონი ბლინკენსა და ჰაიკო მაასს შორის შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შეხვედრა ლონდონში, დიდი შვიდეულის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს 2030-ის დღის წესრიგის, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისა და რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინიტრაციის მტკიცე წინააღმდეგობა გამოხატა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და ჰაიკო მაასმა ასევე ხაზი გაუსვეს რუსეთის, ჩინეთისა და ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების საპასუხოდ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას.