დიდი ოცეულის წევრმა სახელმწიფოებმა ტურიზმის სფეროს მხარდაჭერის პირობა დადეს
დიდი ოცეულის წევრმა სახელმწიფოებმა ტურიზმის სფეროს მხარდაჭერის პირობა დადეს

დიდი ოცეულის წევრმა სახელმწიფოებმა ტურიზმის სფეროს მხარდაჭერის პირობა დადეს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრების მიერ გამართული ონლაინ შეხვედრის, შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტურიზმი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, 2020 წელს ტურიზმის სფერო შესაძლოა 45 პროცენტით შემცირდეს და 75 მილიონი ადამიანი უმუშევარი დარჩება. პირობას ვდებთ, რომ ვიმუშავებთ ერთად ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.