გასული დღე-ღამის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 4 926 ახალი შემთხვევა. ეს მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 403 551 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 41 825 ადამიანი.