დი მარია არგენტინის ნაკრების მატჩებს გამოტოვებს
„პარი სენ-ჟერმენის“ შეტევმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კუნთის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს არგენტინის ნაკრების ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, – წერს ეროვნული გუნდის ოფიციალური „ტვიტერი“.
#SelecciónMayor El futbolista Ángel Di María sufrió hoy una lesión muscular del recto anterior izquierdo, que le impedirá jugar los próximos partidos amistosos de la Selección @Argentina. Quedará desafectado de la convocatoria. pic.twitter.com/Yj7xn6mV76
— Selección Argentina 🇦🇷 (@Argentina) March 20, 2019
არგენტინას უახლოესი შეხვედრა 22 მარტს, ვენესუელას წინააღმდეგ აქვს. თამაში მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება. 26 მარტს, არგენტინელები სტუმრად ეწვევიან მაროკოს ნაკრებს.