დი მარია არგენტინის ნაკრების მატჩებს გამოტოვებს
დი მარია არგენტინის ნაკრების მატჩებს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ შეტევმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კუნთის ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს არგენტინის ნაკრების ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, – წერს ეროვნული გუნდის ოფიციალური „ტვიტერი“.

არგენტინას უახლოესი შეხვედრა 22 მარტს, ვენესუელას წინააღმდეგ აქვს. თამაში მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება. 26 მარტს, არგენტინელები სტუმრად ეწვევიან მაროკოს ნაკრებს.