გენუის „სამპდორიამ“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშვნის შესახებ. 49 წლის სპეციალისტმა ახალ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
შეგახსენებთ, რომ დი ფრანჩესკო დაითხოვეს “რომას” დამრიგებლის პოსტიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსთან“ მარცხის შემდეგ.
რამდენიმე დღის წინ, „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა მარკო ჯამპაოლომ. ის უკვე დაინიშნა „მილანის“ დამრიგებლად.
დი ფრანჩესკო „რომაში“ 2017 წლიდან მუშაობდა. ის ასევე წვრთნიდა „პესკარას“, „ლეჩესა“ და „სასუოლოს“. ეს უკანასკნელი 2013 წელს, დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით სერია B-ს ჩემპიონი გახდა.