ანდრეა პირლო „სამპდორიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
ანდრეა პირლო „სამპდორიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი ანდრეა პირლო „სამპდორიის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – ინფორმაციას იტალიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

44 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. პირლოს სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს „იუვენტუსში“ დაიწყო და ამავე წელს გუნდთან ერთად იტალიის სუპერთასი და თასი მოიგო. 2022 წლის ივნისში თურქული გუნდი „კარაგიუმრუკი“ ჩაიბარა, შემდეგ კი გარკვეული პერიოდი კლუბის გარეშე იყო.

გასულ სეზონში „სამპდორიამ“ იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ 19 ქულა დააგროვა და სერია В-ში გადაბარგდა.