„მილანმა“ „სამპდორია“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა #1TVSPORT
„მილანმა“ „სამპდორია“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და რაფაელ ლეაოს ერთადერთი გოლით დაამარცხა – 1:0.

ამ გამარჯვებით მილანელებს 55 ქულა დაუგროვდათ და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.

„მილანის“ უახლოესი მდევარი თანაქალაქელი „ინტერია“, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე კი „ნაპოლია“ (53 ქულა).

მეოთხე ადგილზეა „იუვენტუსი“ (45 ქულა), რომელიც დღეს „ატალანტასთან“ სტუმრად გამართავს შეხვედრას. „ატალანტა“ მეხუთე პოზიციაზეა, ტურინელებს ორი ქულით ჩამორჩება და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე აინაცვლებს.