„სამპდორიაში“ კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა
„სამპდორიაში“ კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

„სამპდორიას“ ერთდროულად სამ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19 გუნდის ძირითად ფეხბურთელებს არ დაუდგინდათ და სამი ინფიცირებულიდან ერთი ახალგაზრდული გუნდის წევრია, ორი კი კლუბში მომუშავე პერსონალი.

იტალიის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას „სამპდორია“ ხვალ, 17 ოქტომბერს „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.

სერია ა-ს გათამაშების ცხრილში „სამპდორია“ მე-14 ადგილს იკავებს, „ლაციო“ კი მე-9 პოზიციაზეა.