„ფროსინონეს“ მწვრთნელი - გიორგი კვერნაძემ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT
„ფროსინონეს“ მწვრთნელი - გიორგი კვერნაძემ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინა #1TVSPORT

იტალიის თასის 1/32-ფინალში „პიზას“ დამარცხების (1:0) შემდეგ „ფროსინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ თამაში შეაფასა და კომენტარი გიორგი კვერნაძეზეც გააკეთა.

იტალიური გუნდის ქართველი ახალწვეული გიორგი კვერნაძე „პიზასთან“ მატჩში სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა და სადებიუტო თამაშში საკმაოდ აქტიური იყო.

„პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. „პიზამ“, რომელიც ახალგაზრდული გუნდია კარგი მწვრთნელით, მეორე ნახევარში აქტიურად შემოგვიტია. ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას და დავალებების შესრულებას ახერხებენ. ზოგიერთი შეცდომა ჩემი ბრალია, რადგან ვცდილობ, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შევძინო. ვფიქრობ, სამუშაო ჯერ კიდევ იქნება.

მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა გუნდს სიცოცხლე დაუბრუნეს. კვერნაძემ რამდენჯერმე ბურთის დაბრუნება მოახერხა და ეს საქმისადმი სწორი დამოკიდებულებაა. ყველა მათგანმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რაც უფრო მაღალ დონეზე ვთამაშობთ, დაცვაში ყურადღებით ყოფნა უფრო ფასეული ხდება.

სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლის“ ვეთამაშებით. იტალიის ჩემპიონთან შეხვედრა ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა. ლიგაში სადებიუტო მატჩი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით უნდა ჩავატაროთ. ჩვენ გვინდა, მოედანზე შიშის გარეშე გავიდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ“, – განაცხადა „ფროსინონეს“ მწვრთნელმა.

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ფროსინონე“ „სალერნიტანასა“ და „ტერნანას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.