დღეს ლონდონში ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან | ATP-ს შემაჯამებელი ტურნირი
ლონდონში მინდინარე ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე დღეს B ჯგუფში მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართება, საიდანაც ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან.
პირველ თამაშში ერთმანეთს იაპონელი კეი ნიშიკორი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაუპირისპირდებიან. ისინი ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან და სამ მატჩში გამარჯვება იაპონელს დარჩა.
ჯგუფის მეორე მატჩი უფრო საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგან ერთმანეთს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი დაუპირისპირდებიან.
ურთიერთ შეხვედრებში ფედერერი ლიდერობს ანგარიშით 4:1. მათი ბოლო შეხვედრა უიმბლდონზე, ტურნირის მეოთხედფინალში გამართეს. დაპირისპირება ძალიან საინტერესო გამოვიდა და სენსაციურად დასრულდა. ანდერსონმა მეტოქე ხუთ სეტიან ბრძოლაში, ანგარიშით 2:6, 6:7, 7:5, 6:4, 13:11 დაამარცხა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამხრეთ აფრიკელმა ორი წაგებული სეტის შემდეგ მოახერხა თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება.
პირველი მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, მეორე კი 00:00 საათზე.