დევნილებს, რომლებიც ბინების გადაცემის მოთხოვნით ზუგდიდში აქციას მართავენ, დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი ხვდება

11:42, 14.06.2018

დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ ოფისთან აქციას მართავენ, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია ხვდება.

მურად აბლოთიას თქმით, ამ ეტაპზე 240-მა ოჯახმა მიიღო ბინა. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ნგრევად ობიექტებში და საბავშვო ბაღის შენობებში ცხოვრობდნენ. ასეთი 101 ოჯახია. ასევე, ბინები გადასცეს 139 ოჯახს ქულების მიხედვით. მისივე თქმით, სულ 6 000-მდე განცხადება იყო შესული.

„სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან ყველა უკმაყოფილო ოჯახს. მომავალ წელს კი კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ბინას“, – აცხადებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს რეგიონალურ ოფისთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მსგავსი