მადრიდში გაიმართა 2019 წლის დევისის თასის ფინალური ტურნირის წილისყრა. 18 ნაკრები ექვს ქვეჯგუფში გადანაწილდა –
A ჯგუფი: საფრანგეთი, სერბეთი, იაპონია;
B ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი;
C ჯგუფი: არგენტინა, გერმანია, ჩილე;
D ჯგუფი: ბელგია, ავსტრალია, კოლუმბია;
E ჯგუფი: ბრიტანეთი, ყაზახეთი, ჰოლანდია;
F ჯგუფი: აშშ, იტალია, კანადა.
პლეი ოფში გავლენ ჯგუფების გამარჯვებულები და მათ დაემატებათ მეორეადგილოსნებს შორის ორი საუკეთესო. რვა გუნდი ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.
დევისის თასი ახალი ფორმატით ნოემბერში, მადრიდში გათამაშდება.