დევისის თასზე საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
დევისის თასზე საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგიც დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

მონტენეგროში, ქალაქ ულცინში ევროპული ზონის მესამე ჯგუფის ნაკრებებს შორის დევისის თასის გათამაშება დასრულდა.

გათამაშების დასკვნით დღეს ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებული გუნდები – საქართველოსა და ლუქსემბურგის ვაჟ ჟოგბურთელთა ნაკრებები შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც და ლუქსემბურგსაც მეორე ევროპულ ჯგუფში პლეი ოფის საგზურები უკვე ჰქონდათ და 25 ივნისს გამართულ შეხვედრას მესამე ჯგუფის გამარჯვებული უნდა გამოევლინა.

პირველად ერთმანეთს ზურა ტყემალაძე და რაფაელ კალზი დაუპირისპირდნენ. მატჩი ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში მოიგო – 6:3, 6:3. ასევე ორ სეტში (7:6, 7:6 ) დაამარცხა საბა ფურცელაძემ კრის როდეში და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.