ცნობილი გახდა კორტის საფარი, რომელზეც საფრანგეთის ნაკრები დევისის თასის ფინალში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩები 23-25 ნოემბერს, გრუნტზე გაიმართება. ამ საფარს დააგებენ ქალაქ ლილში “პიერ მორუას” არენაზე, – წერს დევისის თასის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ხორვატიამ 3:2 დაამარცხა აშშ-ის ნაკრები, საფრანგეთმა კი იოლად მოუგო რაფაელ ნადალის გარეშე დარჩენილ ესპანეთს.
საფრანგეთი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.