დევისის თასის ფინალი ქალაქ ლილში გრუნტის კორტზე გაიმართება

19:56, 12.10.2018

ცნობილი გახდა კორტის საფარი, რომელზეც საფრანგეთის ნაკრები დევისის თასის ფინალში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩები 23-25 ნოემბერს, გრუნტზე გაიმართება. ამ საფარს დააგებენ ქალაქ ლილში “პიერ მორუას” არენაზე, – წერს დევისის თასის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ხორვატიამ 3:2 დაამარცხა აშშ-ის ნაკრები, საფრანგეთმა კი იოლად მოუგო რაფაელ ნადალის გარეშე დარჩენილ ესპანეთს.

საფრანგეთი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

მსგავსი