ხორვატიის მამაკაც ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ჩემპიონი გახდა.
ფინალის პირველი ორი დღის შემდეგ, ხორვატია სტუმრად, ქალაქ ლილში საფრანგეთის ნაკრებს – 2:1 ამარცხებდა და ტრიუმფამდე ერთი ქულა აშორებდა.
კვირის პირველ მატჩში, ფრანგებმა მოთამაშე შეცვალეს – ჟერემი შარდის ნაცვლად კორტზე ლუკ პუიე გავიდა, მაგრამ ის მარინ ჩილიჩთან სამ სეტში დამარცხდა – 6:7(3), 3:6, 3:6.
ამ მოგებით ჩილიჩმა თავის გუნდს მესამე ქულა მოუტანა და ხორვატია ისტორიაში მეორედ გახდა დევისის თასის მფლობელი. პირველი ტიტული ამ გუნდს 2005 წელს ჰქონდა მოპოვებული, საფრანგეთმა კი შარშან მოპოვებული ჩემპიონობა დათმო.
საფრანგეთი-ხორვატია 1:3
0:1 ჟერემი შარდი – ბორნა ჩორიჩი 2:6, 5:7, 4:6
0:2 ჟო-ვილფრიდ ცონგა – მარინ ჩილიჩი 3:6, 5:7, 4:6
1:2 ერბერი/მაუ – დოდიგი/პავიჩი 4:6, 4:6, 6:3, 6:7(3)
1:3 ლუკ პუიე – მარინ ჩილიჩი 6:7(3), 3:6, 3:6