დევისის სამქულიანი ბოლო წამზე - „ლეიკერსმა“ „დენვერს“ მეორე მატჩიც მოუგო (ვიდეო)

ორლანდოში დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, რომელიც პირველი შეხვედრისგან განსხვავებით გაცილებით დაძაბულად წარიმართა. პირველი ტაიმი „ლეიკერსმა“ 10 ქულიანი უპირატესობით მოიგო. მესამე მეოთხედი დენვერელებმა აქტიურად დაიწყეს. გადამწყვეტი 12 წუთიანი მონაკვეთის წინ, ლოს ანჯელესელები 4 ქულას იგებდნენ. ფინიში კი საოცარი გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ნიკოლა იოკიჩმანაგეთსი“ წინ გაიყვანა, თუმცა დენვერელებმა უპირატესობით შენარჩუნება ვერ შეძლეს. ენტონი დევისმა საფინალო სირენასთან ერთად სამქულიანი ტყორნცა გამოიყენა და საკუთარ გუნდს კონფერენციის ფინალურ სერიაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა (105-103).

დევისმა 31 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 11-11 ქულა დააგროვეს დენი გრინმა და კენტავიუს კალდველ პოუპმა.

„დენვერის“ რიგებში 30 ქულით საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გამოდგა. 25 ქულით დაასრულა მატჩი ჯამალ მიურეიმ.

ამ ორ გუნდს შორის სერიის რიგით მესამე მატჩი 23 სექტემბერს ჩატარდება.