დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკრაინას მილიონი ფუნტით დაეხმარნენ #1TVSPORT
ლეგენდარული ფეხბურთელი და მისი მეუღლე, როგორც ყოველთვის, სხვისი უბედურებისგან შორს არ რჩებიან. ბექჰემების ოჯახი გამოეხმაურა UNICEF-ის მოწოდებას, დაეხმარონ უკრაინის, რომლის ელჩიც ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი 17 წელი იყო. შენატანის ოდენობა მილიონი ფუნტი სტერლინგია.
დევიდს აქვს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი 7 Fund, რომელიც UNICEF-თან თანამშრომლობით ყოველწლიურად ბავშვების დასახმარებლად მთელი მსოფლიოდან მილიონებს აგროვებს. თუმცა, ამჯერად ბექჰემებმა უკრაინაში გაგზავნილი თანხები პირადი ანგარიშებიდან გამოყვეს, – იუწყება MailOnline.
გარდა ამისა, ვიქტორია ბექჰემმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფანებს მიმართა:
„ქალთა საერთაშორისო დღეს მსურდა გამომეყენებინა შესაძლებლობა და მხარი დავუჭირე ქალებსა და ბავშვებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა, რომლებიც დაზარალდნენ უკრაინის დამანგრეველი ომით. დღეს მე ვსაუბრობ ზოგიერთ ორგანიზაციაზე, რომლიც დაზარალებულებს სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ“, – წერს ვიქტორია ბექჰემი.