„დეტროიტს“ ბლეიკ გრიფინის გაცვლა სურს
„დეტროიტს“ ბლეიკ გრიფინის გაცვლა სურს

შეიძლება ითქვას, რომ „დეტროიტი“ უკვე ფიქრობს მომდევნო სეზონზე. გუნდი რამდენიმე დღის წინ დაემშვიდობა ძირითად გამთამაშებელ დერიკ როუზს, რომელიც კარიერას „ნიუ იორკში“ გააგრძელებს. როგორც ჩანს, როუზი არ არის ერთადერთი, რომელიც „პისტონსის“ რიგებს დატოვებს. დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს ბლეიკ გრიფინიც დაემშვიდობება.

ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, გრიფინი „დეტროიტის“ განაცხადში აღარ იასპარეზებს და ახალ გუნდში გადასვლას დაელოდება.

გრიფინიპისტონსში“ 2018 წლიდან ასპარეზობს. „დეტროიტში“ ყოფნის პირველ წელს ბლეიკმა ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონზე გრიფინი შეხვედრაში საშუალოდ 12.3 ქულას, 5.2 მოხსნასა და 3.9 პასს აგროვებდა. მოედანზე კი ის საშუალოდ 31.3 წუთს ატარებდა.

გაცვლის სირთულეს ბლეიკის ხელფასი წარმოადგენს. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 31 წლის ფორვარდის სახელფასო ოფცია 36.6 მილიონ დოლარს შეადგენს. 2021-22 წლების სეზონზე კი 39 მილიონ დოლარს.