„დეტროიტში“ იმედოვნებენ, რომ ბლეიკ გრიფინი სეზონის დასაწყისში მწყობრში იქნება
„დეტროიტში“ იმედოვნებენ, რომ ბლეიკ გრიფინი სეზონის დასაწყისში მწყობრში იქნება

ბლეიკ გრიფინმა მიმდინარე წლის დასაწყისში (იანვარი) მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის. „დეტროიტის” ვარსკვლავი აქტიურ კალათბურთს უკვე თითქმის ერთი წელია ჩამოშორებულია. „პისტონსის“ ახალმა გენერალურმა მენეჯერმა ტროი ვივერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ გრიფინის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ბლეიკი გუნდის დახმარებას ახალი სეზონის დაწყებისთანავე შეძლებს.