პოლ ჯორჯმა „ინდიანადან“ წასვლაზე ისაუბრა - მათ მოგება არ უნდოდათ [ვიდეო]
პოლ ჯორჯმა „ინდიანადან“ წასვლაზე ისაუბრა - მათ მოგება არ უნდოდათ [ვიდეო]

პოლ ჯორჯმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავის სტატუსი „ინდიანაში“ თამაშის დროს მოიპოვა. „პეისერსმა“ ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში სერიოზული ბრძოლა გაუმართა.

2017 წელს ჯორჯმა „პეისერსის“ რიგები დატოვა და „ოკლაჰომაში“ გაგდავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჯორჯი კავაი ლეონარდთან ერთად ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ შეუერთდა და ამჟამად ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვის.

რამდენიმე დღის წინ, ჯორჯი ერთერთ გადაცემას (Knuckleheads podcast with Quentin Richardson and Darius Miles) სტუმრობდა, სადაც საკუთარ კარიერაზე და „ინდიანადან“ წასვლის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.


ჯორჯის განცხადებით, მას ძალიან არ მოეწონა თუ როგორ მოექცა „ინდიანას“ ხელმძღვანელობა დენი გრეინჯერს, ასევე მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ჯორჯ ჰილის გუნდიდან წასვლამ. 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კი ჯორჯის თქმით „პეისერსში“ გადმოსვლა უმაღლესი კლასის ფორვარდს სურდა, თუმცა კვლავ ხელმძღვანელობის ინიციატივით ეს ტრანსფერი არ განხორციელდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჯორჯმა „ინდიანას“ დატოვება. დიდი ალბათობით, საუბარი იყო ბლეიკ გრიფინის ვარიანტზე, რომელიც 2017 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

დატოვე კომენტარი