დენის როდმანი - თვითგანადგურება წარსულს ჩაბარდა, ვემზადები მშვიდი სიკვდილისთვის #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარულმა მოთამაშემ დენის როდმანმა განაცხადა, რომ ასაკთან ერთად უფრო მშვიდი გახდა და მიაღწია საკუთარ თავთან შინაგან ჰარმონიას.
„როცა 60 წელი შემისრულდა, რაღაც ამდაგვარი გავიფიქრე: „ჯანდაბა. რა დარჩა ძველი როდმანისგან? როგორ შევძლებ საკუთარი გონება ცხოვრების ჰარმონიას შევუხამო? ერთადერთი, რაც მრჩება – ეს მშვიდად სიკვდილია“.
სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს ბევრი ისეთი, რაც შემიძლია ადამიანებს გავუზიარო. მაგრამ ეს ნორმალურია, ეს დროის ჩვეულებრივი სვლაა.
ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი ამაზე. ეს მამშვიდებს, რადგან ვიცი, რომ ასეც იქნება. აღარ ვაპირებ საკუთარი თავის განადგურებას, როგორც ამას 10 ან 15 წლის წინ ვაკეთებდი.
მე უკვე მოვიპოვე პირდაპირ დღეს კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა როდმანმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში.
დენის როდმანმა ასოციაციაში 14 სეზონი ითამაშა. მას ორი ტიტული აქვს მოგებული „დეტროიტში“ (1989,1990) და სამი – „ჩიკაგოში“ (1996-1998). 1990/91 წლების სეზონში ის ლიგის საუკეთესო დამცველი გახდა.