დენის როდმანის ქალიშვილმა ქალთა საფეხბურთო ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT

15:39, 12.04.2021

18 წლის ტრინიტი როდმანმა გოლით აღნიშნა დებიუტი ქალთა ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (NWSL).

„ვაშინგტონ სპირიტის“ ფორვარდი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა „ჩრდილოეთ კაროლინას“ წინააღმდეგ მატჩში და უკვე ხუთ წუთში გოლის გატანა შეძლო. თუმცა, ამან მის გუნდს ვერ უშველა და „ვაშინგტონმა“ 2:3 წააგო.

ტრინიტი როდმანი ლეგენდარული კალათბურთელის დენის როდმანის ქალიშვილია.

უფრო ადრე, ტრინიტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი, ვინც NWSL-ის დრაფტზე აირჩიეს. კერძოდ, ის 2021 წლის იანვარში „ვაშინგტონმა“ მეორე ნომრად აიყვანა.

https://twitter.com/i/status/1380988635319832581

მსგავსი