დენის როდმანი ვანდალიზმის ფაქტებით აღშფოთებულია
დენის როდმანი ვანდალიზმის ფაქტებით აღშფოთებულია

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები არ წყდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც დემონსტრაციების პარალელურად შტატებში სუფევს, ვანდალიზმი წარმოადგენს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარულმა მოთამაშემ დენის როდმანმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და კანონის დამრღვევ მოქალაქეებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„მგონია, რომ ახლა აუცილებელია ვინმე გამოვიდეს და ამ ადამიანებს უთხრას, რომ ძარცვა და ვანდალიზმი სწორი საქციელი არ არის. რატომ უნდა შევქმნათ უფრო დიდი პრობლემა. სიტუაცია ისედაც არ არის სახარბიელო. რატომ ანადგურებთ სხვის ქონებას? რა კავშირი აქვს ამას ჯორჯ ფლოიდთან ? თუ პროტესტის გამოთქმა გსურთ, ამისათვის სხვა ფორმა უნდა გამონახოთ. ჩვენ ადამიანები ვართ და არა ცხოველები“, – განაცხადა როდმანმა.