არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ, ოპერაციის გამო, შესაძლოა 4-6 თვე გამოტოვოს – წერს არგენტინული გაზეთი ნასიონი (La Nacion).
ჩოგბურთელი ტოვებს ინდიან უელსის მასტერსს მუხლის ტრავმის გამო. დაზიანება მან 11 ოქტომბერს მიიღო, რის გამოც 131 დღე არ უთამაშია. ცოტა ხნის წინ, დელ პოტრო კორტს დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო დელრი-ბიჩის (აშშ) ტურნირში, სადაც მეოთხედფინალამდე მიაღწია.
თავად დელ პოტროს არ სურს ქირურგებთან მისვლა მაჯაზე ოთხი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მკურნალობის სხვა მეთოდებს შედეგი არ მოაქვს. არგენტინელმა საბოლოო პასუხი ექიმებს მომავალი კვირის ბოლოს უნდა მისცეს.