არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე ლონდონში, „ქუინზ ქლაბის“ ტურნირზე. მიზეზი გახდა მარჯვენა მუხლის ტრავმა, – წერია ტურნირის ოფიციალურ „ტვიტერში“.
დელ პოტრომ, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი, პირველ წრეში 7:5, 6:4 დაამარცხა კანადელი დენის შაპოვალოვი, რის შემდეგაც ფელისიანო ლოპესთან შეხვედრა ელოდა, მაგრამ ესპანელი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა არგენტინელი უიმბლდონისთვის გამოჯანმრთელებას. შეგახსენებთ, რომ წელს დელ პოტროს ორ თვეზე მეტი გაუცდა სხვადასხვა ტრავმის გამო.