არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს, – წერს არგენტინული გაზეთი „ლა ნასიონი“ (La Nación).
შეგახსენებთ, რომ სამი კვირის წინ, დელ პოტრომ შანხაის „მასტერსზე“ ვერ შეძლო მესამე წრეში ხორვატი ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ მატჩის ჩატარება. მას მარჯვენა მუხლის ტრავმა აღმოუჩინეს. გამოცემის ინფორმაციით, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, დელ პოტრომ გადაწყვიტა არ გარისკოს საკუთარი ჯანმრთელობით.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ითამაშებს ლონდონში დელ პოტროს ნაცვლად. ბრიტანეთის დედაქალაქში წლის დასკვნითი ტურნირი 11-18 ნოემბერს გაიმართება.