დელ პოტრო ავსტრალიის ღიას გამოტოვებს
დელ პოტრო ავსტრალიის ღიას გამოტოვებს

ამერიკის ღია პირველობის 2009 წლის ჩემპიონი ხუან მარტინ დელ პოტრო ვერ ითამაშებს „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირში – ავსტრალიის ღია ჩემპიონატში. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა არგენტინელმა ჟურნალისტმა ბერნარდო პარედესმა.

მისი ინფორმაციით, არგენტინელ ჩოგბურთელს კვლავაც მუხლი აწუხებს, რომელზეც ოპერაცია ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გადაიტანა.

შეგახსენებთ, 2019 წელს შეხვედრები ხუან მარტინ დელ პოტრომ თითქმის მთლიანად გამოტოვა სხვადასხვა ტრავმის გამო.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს დაიწყება.